გუარდიოლა - მე მოურინიოს მხარეს ვარ
გუარდიოლა - მე მოურინიოს მხარეს ვარ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟოზე მოურინიოსადმი მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა.

„მე მის მხარეს ვარ“, – აცხადებს ესპანელი, – „მწვრთნელები ყოველთვის მარტო ვართ. კლუბები გვასაქმებენ და მოგებას გვთხოვენ, შემდეგ კი, როცა ვერ ვიგებთ, კარგად ვიცი, რაც ხდება. ჩვენ უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ გვიწევს ცხოვრება. მე ვიცი, რომ ის უმაღლესი დონის მწვრთნელია, ის აუცილებლად დაბრუნდება და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს“.

ორ სპეციალისტს შორის სპორტული ხასიათის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც გუარდიოლა „ბარსელონას“, ხოლო მოურინიო „რეალ მადრიდს“ ედგნენ სათავეში. 2016 წელს კი, როდესაც გუარდიოლა „მანჩესტერ სიტის“, ხოლოდ მოურინიო „იუნაიტედის“ მწვრთნელებად დაინიშნენ, საფეხბურთო სამყარო ახალი დაპირისპირების მოლოდინში გაირინდა.

მიუხედავად ამიდა, ორ სპეციალისტს შორის ურთიერთობა გაცილებით უფრო მეგობრული გამოდგა პრემიერ-ლიგაში, ვიდრე ეს ესპანეთში იყო.

შეგახსენებთ, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიო თანამდებობიდან გაანთავისუფლა.