გრიზმანმა „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

17:04, 02.06.2025

ფრანგმა ნახევარმცველმა, ანტუან გრიზმანმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი მადრიდის „ატლეტიკოსთან“, – იტყობინება ესპანური კლუბის პრესსამსახური.

34 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულება „ატლეტიკოსთან“ 2027 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

მადრიდული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა 2024-25 წლების სეზონში ჩატარებულ 53 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი