გრიზმანისა და „ბარსელონას“ წინააღმდეგ საქმე აღძრეს

15:46, 20.07.2019

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საქმე აღძრა ფორვარდ ანტუან გრიზმანისა და მისი ახალი კლუბის, „ბარსელონას“ წინააღმდეგ.

გაზეთ „ასის“ (AS) ინფორმაციით, მიზეზი გახდა მადრიდის „ატლეტიკოს“ სარჩელი. „ბარსელონამ“ გრიზმანის სანაცვლოდ მადრიდულ კლუბს 120 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ „ატლეტიკო“ კიდევ 80 მილიონს ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ 28 წლის ფეხბურთელთან კატალონელებმა მაშინ დაიწყეს მოლაპარაკებები, როცა გამოსასყიდი თანხა ჯერ კიდევ 200 მილიონი ევრო იყო.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დროში გაიწყებს გამოძიებას და დაადგენს, იყო თუ არა დარღვევა მოლაპარაკებების დროს.

მსგავსი