გრიზმანი - „სოსიედადთან“ ფრე საწყენია, მაგრამ ახლა „რეალთან“ თამაშზე უნდა გადავერთოთ
გრიზმანი - „სოსიედადთან“ ფრე საწყენია, მაგრამ ახლა „რეალთან“ თამაშზე უნდა გადავერთოთ

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი განიცდის, რომ მისმა გუნდმა „რეალ სოსიედადთან“ მომენტები ხელიდან გაუშვა და შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა.

ფრანგი ლეგიონერი მიიჩნევს, რომ კატალონიელებს ამ მატჩის მოგება შეეძლოთ.

„ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, შეეძლოთ გოლები კიდევ გაეტანათ, მაგრამ თამაში ფრედ დასრულდა, რამაც გული ძალიან დაგვწყვიტა.

მეორე ტაიმში ჩვენ შეგვეძლო მესამე გოლის გატანა და თამაშის მოგებით დასრულება, ეს საწყენია. მეტოქე თამაშის მსვლელობისას კარგად ადაპტირდა და მატჩის ბოლომდე ორგანიზებულობა შეინარჩუნა.

თუმცა, ეს ყველაფერი წარსულია და ახლა მთავარია, რომ „რეალთან“ თამაშზე გადაერთოთ და კარგად მოვემზადოთ“, – აცხადებს კატალონიელთა ფრანგი თავდამსხმელი.