გრიზმანი საფრანგეთის ნაკრების გოლეადორთა ათეულში მოხვდა
გრიზმანი საფრანგეთის ნაკრების გოლეადორთა ათეულში მოხვდა

ერთა ლიგის A დივიზიონის მატჩში, გერმანიის კარში გატანილი ორი გოლით, ანტუან გრიზმანი საფრანგეთის ეროვნული გუნდის – ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა. ამ ეტაპზე თავდამსხმელს ნაკრების მაისურით 26-ჯერ აქვს მეტოქეთა კარი აღებული. ამდენივე გოლია სილვიენ ვილტორის ანგარიშზე. 27 გოლი აქვს გატანილი კარიმ ბენზემას, 28 – იური ჯორკაეფს. ათეულში მეექვსე ადგილს 30-30 გოლით იუსტ ფონტაინი და ჟან პიერ პაპენი იყოფენ. ეროვნულ გუნდში 31-ჯერ აქვს გატანილი ზინედინ ზიდანს, ოლივიე ჟირუს მასზე ერთით მეტი. ფრანგ გოლეადორთა ათეულში საპატიო მესამე ადგილს 34 ბურთით დავიდ ტრეზეგე იკავებს. 41 გოლით მეორე პოზიციაზეა მიშელ პლატინია. ყველაზე მეტი – 51 გოლი კი, ტიერი ანრის ანგარიშზეა.