გრიზმანი – მე რონალდოს და მესის დონეზე ვიმყოფები
MADRID, SPAIN – SEPTEMBER 15: Antoine Griezmann of Atletico de Madrid looks on prior to the La Liga match between Club Atletico de Madrid and SD Eibar at Wanda Metropolitano on September 15, 2018 in Madrid, Spain. (Photo by Quality Sport Images/Getty Images)
მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თავის სათამაშო კონდიციების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ვარ თუ არა მესის და რონალდოს დონეზე? ვფიქრობ, რომ კი. მსოფლიოში ყოველთვის ჩნდებიან ახალი და კარგი მოთამაშეები. ვფიქრობ, რომ შემიძლია იმაზე უკეთ ვიასპარეზო, ვიდრე ახლა ვთამაშობ. მინდა, გავაგრძელო პროგრესი და მოვიპოვო გამარჯვებები. შემიძლია მომატება მატჩის მიმდინარეობისას, გადაცემების გაკეთება, დაცვაში თამაში. შემიძლია უფრო მეტის გოლის გატანა“, – განაცხადა გრიზმანმა as.com-თან.
AS talks to @AntoGriezmann where the French striker focuses on winning the #WorldCup with 🇫🇷, life with Cholo, player awards and the motivation in electing to stay with Atletico. 🔴⚪🔵 #Atleti #Griezmann pic.twitter.com/mlu6aFRxmN
— oduro okyere (@OduroOkyere) September 17, 2018
შეგახსენებთ, რომ ფრანგი თავდამსხმელი წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.