გრიზმანი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახლოს არის
გრიზმანი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახლოს არის

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა გადაწყვიტა, თუ სად გააგრძელებს კარიერას.

ესპანური გამოცემა „სპორტის“ ინფორმაციით, გრიზმანი მოელაპარაკა ტრანსფერზე „პარი სენ-ჟერმენს“. 28 წლის ფეხბურთელმა მოლაპარაკებები გამართა კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფისთან და უკვე მისცა თანხმობა პარიზში გადასვლაზე, სადაც ის ურუგვაელ ფორვარდ ედინსონ კავანის შეცვლის.

მანამდე გრიზმანს ყველა უწინასწარმეტყველებდა „ბარსელონაში“ გადასვლას, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონმა „პარი სენ-ჟერმენი“ არჩია, რადგან მიიღო ინფორმაცია, რომ კატალონიურ კლუბში არ სურთ მისი ხილვა.

პირველი ივლისიდან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონიდან 120 მილიონამდე შემცირდება.

2018-2019 წლების სეზონში, გრიზმანმა „ატლეტიკოში“ 48 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.