გრიზმანი - ჩემი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია
გრიზმანი - ჩემი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ბოლივიასთან ამხანაგური მატჩის (2:0) მერე ჯურნალისტებს გამოუტყდა, რომ ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას, იტყობინება ესპანური გამოცემა „სპორტი“.

ცოტა ხნის წინ 28 წლის ფორვარდმა განაცხადა, რომ „ატლეტიკოს“ ზაფხულში დატოვებს.

„ჩემი მომავალი? ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ ეს ჯერჯერობით მეც არ ვიცი. ვნახოთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს ნაკრებში თამაში. ბევრს არ ეძლევა საშუალება, დაიცვას თავისი ქვეყნის ღირსება“, – ციტირებს გრიზმანის სიტყვებს „სპორტი“.

ფრანგი თავდამსხმელი 2014 წლიდან თამაშობს მადრიდის „ატლეტიკოში“. 2018/2019 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

პორტალი transfermarkt.de გრიზმანს 150 მილიონ ევროდ აფასებს.