გრიზმანი ახლოს არის MLS-ში გადასვლასთან #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევმა ანტუან გრიზმანმა, შესაძლოა, სულ მალე შეიცვალოს კლუბი.
გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ, 33 წლის ფრანგი შეიძლება MLS-ის კლუბში გადავიდეს, რომლის სახელწოდება ცნობილი არ არის.
ჯერჯერობით, გრიზმანს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ბევრი წყარო ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკიდან ფრანგი ფეხბურთელის მიმართ კონკრეტული დაინტერესება არსებობს.
ანტუან გრიზმანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.