გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შენახვის წესის დარღვევის გამო, სამხრეთ კორეაში ვაქცინაცია შეწყდა
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შენახვის წესის დარღვევის გამო, სამხრეთ კორეაში ვაქცინაცია შეწყდა

​სამხრეთ კორეაში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია შეწყდა. ამის მიზეზად მთავრობამ ვაქცინების ტრანსპორტირების დროს შენახვის წესის დარღვევა დაასახელა. როგორც სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის სააგენტოში განაცხადეს, შეძენილი ვაქცინების ნაწილი ოთახის ტემპერატურაზე ინახებოდა, რაც დაუშვებელია.

სამხრეთ კორეაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოებას აპირებდნენ. ხელისუფლებამ ვარაუდობდა, რომ ამ გზით „კოვიდ-19“-ის შედეგად გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლას შეამსუბუქებდნენ. ამ მიზნით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით, გასულ წლებთან შედარებით, 20 პროცენტით მეტი ვაქცინა შეიძინეს. უფასო ვაქცინაციის დაწყება დღეიდან იგეგმებოდა.