გრინვუდი შეიძლება „ტოტენჰემში“ გადავიდეს #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემი“ დაინტერესებულია „მარსელის“ ფორვარდის მეისონ გრინვუდის შეძენით, – იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა TEAMTalk.
წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდი ეძებს დინამიურ ფეხბურთელს მომავალი სეზონისთვის შეტევის ხაზის გასაძლიერებლად.
გრინვუდი „მარსელში“ 2024 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში 24 წლის ინგლისელმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.