გრინმა ტორონტოს ბოლო წამზე მოაგებინა - ვაშინგტონის გამარჯვება -24 ქულიდან [ვიდეო]
გრინმა ტორონტოს ბოლო წამზე მოაგებინა - ვაშინგტონის გამარჯვება -24 ქულიდან [ვიდეო]

დღეს დილით, ოთხი მატჩი გაიმართა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა, ტორონტო „რეპტორზმა“ სტუმრად, ორლანდო „მეჯიქი“ 93:91 დაამარცხა. კანადურ კლუბს გამარჯვება, უკანასკნელ წამზე, დანი გრინმა მოუტანა. უკანახაზელმა, თანაბარ ანგარიშზე (91:91) საშუალო მანძილიდან ჩააგდო და მასპინძლებს დრო აღარ დაუტოვა. ტორონტო, 14 მოგებით და 4 მარცხით, კვლავ პირველია.

საოცარი მატჩი მოიგო ვაშინგტონ „ვიზარდსმა“ დედაქალაქურმა კლუბმა, 24 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, ლოს ანჯელეს „კლიპერსის“ წინააღმდეგ. გამარჯვებულებს, კვლავ ბრედლი ბილმა და ჯონ უოლმა ულიდერეს, რომლებმაც, საერთო ჯამში 57 ქულა მოაგროვეს. სტუმართა შორის, ტობაიას ჰარისი იყო საუკეთესო 29 ქულით და 9 მოხსნით.

მაიამი-ბრუკლინი 92-104
ნიუ იორკი-პორტლენდი 114-118