გრიგორი კარასინი - ბერძენი გენერალური მდივანი უცებ რატომ გადგა გვერდზე და დაჯდომა გავრილოვს სთხოვა, ბოლომდე არ მესმის
გრიგორი კარასინი - ბერძენი გენერალური მდივანი უცებ რატომ გადგა გვერდზე და დაჯდომა გავრილოვს სთხოვა, ბოლომდე არ მესმის

ბერძენი გენერალური მდივანი უცებ რატომ გადგა გვერდზე და დაჯდომა გავრილოვს სთხოვა, ბოლომდე არ მესმის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა თემის კომენტირებისას განუცხადა.

„ასამბლეის ასეთი სხდომები, როგორც წესი, მიჰყავს არა პრეზიდენტს, არამედ გენერალურ მდივანს.

ბერძენი გენერალური მდივანი უცებ რატომ გადგა გვერდზე და რატომ სთხოვა იქ დაჯდომა გავრილოვს, მე ბოლომდე არ მესმის.

გავრილოვმა მე რაღაცები მიამბო, მაგრამ ამ თემაზე არ გვისაუბრია. აღნიშნული ამბავი აქ ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე წავიკითხე და ეს აუცილებლად გასარკვევია“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

სერგეი გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა. დუმის დეპუტატი ამავე დროს ასამბლეის პრეზიდენტია. ასამბლეის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში გრძელდებოდა, გავრილოვმა დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტს პარლამენტში დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც რუსმა დეპუტატებმა პარლამენტი დატოვეს და სასტუმრო „რედისონში“ გადაინაცვლეს. სასტუმროსთან აქცია გაიმართა. „რედისონი“ რუსმა დეპუტატებმა სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს.