გრიგორ დიმიტროვს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას ჯოკოვიჩთან ჰქონდა კონტაქტი
გრიგორ დიმიტროვს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას ჯოკოვიჩთან ჰქონდა კონტაქტი

ბულგარელმა ჩოგბურთელმა გრიგორ დიმიტროვმა გამოაცხადა, რომ ის კორონავირუსით არის ინფიცირებული.

„მინდა, რომ ყველა, ვისაც ჩემთან კონტაქტი ჰქონდა ბოლო დღეებში, ანალიზები ჩააბარონ და ყველა საჭირო ზომა მიიღონ. ძალიან სამწუხაროა, რომ შეიძლება ვინმე დავაზარალე. ახლა შინ ვიმყოფები და აღდგენის კურსს გავდივარ. მადლობა მხარდაჭერისთვის და გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას“, – დაწერა დიმიტროვმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

ამ კვირას, დიმიტროვმა ითამაშა ხორვატიაში – ნოვაკ ჯოკოვიჩის მოწყობილ საჩვენებელ ტურნირში. მას კონტაქტი ჰქონდა მსოფლიოს პირველ ჩოგანთან და ტურნირის სხვა მონაწილეებთან, ერთი კვირით ადრე კი ამავე სერიის ტურნირში ითამაშა.