გრიგოლ ვაშაძის შტაბში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან კონსულტაციები იმართება
გრიგოლ ვაშაძის შტაბში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან კონსულტაციები იმართება

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან კონსულტაციები იმართება. შეხვედრას პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც ესწრება.

„რესპუბლიკური პარტიიდან“ შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილი, თამარ კორძაია და ხათუნა სამნიძე იმყოფებიან.

რაზე შეთანხმდებიან მხარეები და დაუჭერენ თუ არა მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს, ჯერ უცნობია.