გრიგოლ ვაშაძე - სალომე სამადაშვილმა თუ საიდანღაც მოიტანა, რომ ვიღაც გაერთიანებულ ოპოზიციაში გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტად აცხადებს, შეცდომაში შეუყვანიათ
გრიგოლ ვაშაძე - სალომე სამადაშვილმა თუ საიდანღაც მოიტანა, რომ ვიღაც გაერთიანებულ ოპოზიციაში გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტად აცხადებს, შეცდომაში შეუყვანიათ

სალომე სამადაშვილმა თუ საიდანღაც მოიტანა, რომ ვიღაც გაერთიანებულ ოპოზიციაში გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტად აცხადებს, შეცდომაში შეუყვანიათ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„უკაცრავად, ვინ გამოაცხადა გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტად. სალომე სამადაშვილს უნდა კითხოთ, რადგან ერთხელ უკვე გითხარით, ჩემი სახელი და გვარი არის გრიგოლ ვაშაძე, რაც ამ ტრიბუნიდან არ ცხადდება, ის არ არის გაერთიანებული ოპოზიციის პოზიცია. რაც ამ ტრიბუნიდან ცხადდება, ეს არის შეთანხმებული პოზიცია. სალომე სამადაშვილი ჯერ კიდევ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა, ამიტომ, მას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ თუ მან საიდანღაც მოიტანა, რომ ვიღაცა გაერთიანებულ ოპოზიციაში გრიგოლ ვაშაძეს ან სხვა რომელიმე ჩვენს ლიდერს საქართველოს პრეზიდენტად აცხადებს, ის ვიღაცას შეცდომაში შეუყვანია. გიორგი ვაშაძეს ასეთი რაღაც არ უთქვამს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს მონაწილეობას არანაირ აქციაში, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს.