გრიგოლ ვაშაძე - გიორგი ვაშაძეს არ ვეთანხმები, პატარა შსს აუცილებლად დაგვჭირდება
გრიგოლ ვაშაძე - გიორგი ვაშაძეს არ ვეთანხმები, პატარა შსს აუცილებლად დაგვჭირდება

გიორგი ვაშაძეს არ ვეთანხმები, პატარა შსს აუცილებლად დაგვჭირდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თანაგუნდელის განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

„ამისთანა ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა, მაგრამ არც ემიგრაცია გვინდა. უმოკლეს ვადებში მოვიყვანთ ქვეყნის მართვის სადავეებში პროდასავლურ მთავრობას, რომელიც შეწყვეტს ქართველის ქართველთან დაპირისპირებას. ჩვენ ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც აუდიტის სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი შერჩეული იქნება ოპოზიციის მიერ. ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც დავშლით პოლიტიკურ პოლიციას და ისე გავაკეთებთ, რომ ის აღარასოდეს აღარ აღდგეს.

გიორგი ვაშაძეს არ ვეთანხმები, პატარა შსს აუცილებლად დაგჭირდება, რომ სხვადასხვა სააგენტოებს უხელმძღვანელოს. მაგრამ ეს უთანხმოებითაც ვხედავთ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში მიდის ცოცხალი პროცესი და ვგეგმავთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ სააგენტოებს ინფორმაციის გავლის ერთიანი ფორმა და სტრუქტურა ქონდეთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის ხედვა წარადგინა, რომლის თანახმადაც, შსს და სუს-ი უნდა გაუქმდეს. პარტია „ახალი საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის თქმით, შემოთავაზებული მოდელი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა. „ჩვენ ვაუქმებთ სუს-ს, ვაუქმებთ შს სამინისტროს, ის აღარ იარსებებს ქვეყანაში დღევანდელი მდგომარეობით. ჩვენ ვქმნით ანტიკორუფციულ ბიუროს აბსოლუტურად ცალკე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.