გრიგოლ ვაშაძე - ამ ე.წ. ხელისუფლებამ ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაცია გაანიავა და ძალიან გაუჭირდება რაღაც მითიური რეფორმების ტალღაზე ლაპარაკი
გრიგოლ ვაშაძე - ამ ე.წ. ხელისუფლებამ ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაცია გაანიავა და ძალიან გაუჭირდება რაღაც მითიური რეფორმების ტალღაზე ლაპარაკი

ამ ე.წ. ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაცია გაანიავა და ძალიან გაუჭირდება რაღაც მითიური რეფორმების მესამე თუ მეოთხე ტალღაზე ლაპარაკი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

„მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი დარღვევები ნიშნავს იმას, რომ ამ მნიშვნელოვანმა და მრავალრიცხოვანმა დარღვევებმა გავლენა შედეგზე იქონია. ის, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეპუტაცია გაანიავა და ამის შემდეგ ძალიან გაუჭირდება რაღაც მითიური რეფორმების მესამე თუ მეოთხე ტალღაზე ლაპარაკი, ეს ფაქტია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის განცხადებით, აშშ მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დაუბრკოლებლად ჩატარდა, თუმცა, შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ აღსრულდება ახალი კონსტიტუცია.