გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტს შეხვდა. ვაშაძის თქმით, კენტი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი საქართველოში.

„ამერიკულ მხარეს აინტერესებდა ჩვენი პროგრამა, ჩვენი შეხედულება, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რა გეგმები გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. ჩვენ გვაინტერესებდა, რას ფიქრობს ამერიკული მხარე რეგიონულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო ურთიერთობაზე. ძალიან საინტერესო აზრთა გაცვლა იყო, და კიდევ უფრო სასარგებლო იყო ის, რომ შემდეგ დავილაპარაკეთ ეკონომიკაზე, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება. ასევე, საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, რომელიც უფრო რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე ეკონომიკა და იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა პრობლემას სწრაფად ეშველოს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.