გრიგოლ ლილუაშვილი - კელი დეგნანთან ვისაუბრეთ გეგმებზე, რაც აუცილებლად იქნება წარმატებული ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ფონზე
გრიგოლ ლილუაშვილი - კელი დეგნანთან ვისაუბრეთ გეგმებზე, რაც აუცილებლად იქნება წარმატებული ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ფონზე

ვისაუბრეთ გეგმებზე, რაც აუცილებლად იქნება წარმატებული ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ფონზე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პირველი შეხვედრა გვქონდა, ძალიან საინტერესო. ვისაუბრეთ რეგიონულ ჭრილში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე; ვისაუბრეთ უსაფრთხოების რისკებზე. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმ დიდ პარტნიორობასა და თანამშრომლობას, რაც ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურს აქვს ამერიკულ მხარესთან.

ასევე, ხაზგასმით აღვნიშნეთ იმ დახმარებების შესახებ, რასაც ჩვენ პერიოდულად ვიღებთ ამერიკული მხარისაგან.

ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში, სადაც ვართ მყარი პარტნიორები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვისაუბრეთ სამომავლო სამოქმედო გეგმებზე, რაც აუცილებლად იქნება წარმატებული ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ფონზე“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს დღეს შეხვდა.

დატოვე კომენტარი