გრიგოლ ლილუაშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

12:15, 17.03.2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა ბრიტანელ დიპლომატს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო.

სუს-ის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა კიბერუსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. გრიგოლ ლილუაშვილმა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ შედეგიან პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და მარკ კლეიტონს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი