გრიგოლ დოლიძემ ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიაში მწვრთნელობა დაიწყო #1TVSPORT
გრიგოლ დოლიძემ ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიაში მწვრთნელობა დაიწყო #1TVSPORT

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გრიგოლ დოლიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი კლუბის აკადემიაში მწვრთნელად იმუშავებს.

„ფეხბურთის გარეშე დიდხანს ყოფნა არ მსურდა. „ტორპედოს“ ხელმძღვანელობის კლუბის აკადემიაში მწვრთნელობა დავიწყე. „ტორპედო“ ჩემთვის განსაკუთრებული კლუბია – წლების განმავლობაში ქუთაისელი გულშემატკივრისგან მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობდი“, – განაცხადა გრიგოლ დოლიძემ.

დოლიძემ კარიერა 2000 წელს მშობლიური ქალაქის, ლანჩხუთის კლუბ „გურიაში“ დაიწყო. მას შემდეგ 14 გუნდში გამოდიოდა, ფეხბურთის თამაში კი 2022 წელს, 40 წლისამ წყალტუბოს „სამგურალში“ დაასრულა.

დოლიძე ქუთაისის „ტორპედოში“ 2011-2013 და 2016-2019 წლებში გამოდიოდა. 2017 წელს კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონი, 2016 და 2018 წლებში კი საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2007 წელს ერთი შეხვედრა ჩაატარა. ეროვნულ ნაკრებში 2013 და 2014 წლებშიც გამოიძახეს, თუმცა არ უთამაშია.