გრიგალავათი „ასტანა“ და რუსული კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT
გრიგალავათი „ასტანა“ და რუსული კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT

რუსული გამოცემა „სპორტ24“ ამტკიცებს, რომ გია გრიგალავამ ტულას „არსენალი“ დატოვა, თუმცა, უკვე მისით დაინტერესებული კლუბები გამოჩნდნენ.

ცნობების თანახმად, ტულის „არსენალის“ ყოფილი ცენტრალური მცველით დაინტერესდა ყაზახეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ასტანა“, ასევე, რამდენიმე რუსული კლუბი.

ქართველი ფეხბურთელი „არსენალში“ 2017 წლის იანვრიდან თამაშობს, ივნისში კი კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა. 2020/21 წლების სეზონზე გრიგალავამ 21 მატჩი ჩაატარა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მას სამი თამაშით დისკვალიფიკაცია მისცეს, როგორც რუსეთის ჩემპიონატში, ასევე რუსეთის თასზე.

გრიგალავა 31 წლისაა. მან რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი 17 წლის ასაკში, „როსტოვში“ ჩაატარა. ასევე, თამაშობდა როსტოვის სკაში, „მოსკოვაში“, ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, სამარას „კრილია სოვეტოვში“, მახაჩყალის „ანჟიში“; გარდა ამისა, კვიპროსულ „პაფოსსა“ და ახნასეთნიკოსში“.