გრიგალავას გუნდი, შესაძლოა, უკრაინელმა მწვრთნელმა ჩაიბაროს
გრიგალავას გუნდი, შესაძლოა, უკრაინელმა მწვრთნელმა ჩაიბაროს

გია გრიგალავას გუნდი, ტულას „არსენალი“ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ყოფილმა მცველმა, დმიტრი პარფიონოვმა ჩაიბაროს – ინფორმაციას „მატჩ პრემიერი“ ავრცელებს.

ეკატერინბურგის „ურალის“ ყოფილი მწვრთნელი დიმიტრი პარფიონოვი ტულაში გაემგზავრა. სპეციალისტი მოლაპარაკებებს გამართავს „არსენალის“ წარმომადგენლებთან“, – წერია „მატჩ პრემიერის” ვებგვერდზე.

ახლა ყველა კლუბის მოქმედი მთავარი მწვრთნელის სერგეი პოდპალის გადადგომას ელის. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, უახლოეს მომავალში „არსენალი“ უკრაინელი სპეციალისტის დანიშვნას გამოაცხადებს.

საქმე ისაა, რომ ტულას რეგიონის ხელმძღვანელობამ „მეთოფების“ სამწვრთნელო შტაბი რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში ყაზანის „რუბინთან“ დამარცხების შემდეგ (1:3) გააკრიტიკა.

„არსენალი“ ბოლო წლებში ლიდერების ჯგუფში ტრიალებდა, მიმდინარე სეზონში კი ცუდად გამოდის, 12 ქულით პრემიერლიგაში აუტსაიდერთა ზონაშია და მე-13 ადგილზე იმყოფება.