გრიგალავამ „არსენალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
გრიგალავამ „არსენალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

გია გრიგალავამ ტულის „არსენალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ქართველი მცველი რუსეთის პრემიერლიგის კლუბში 2017 წელს ჩაირიცხა. ფეხბურთელმა ხელშეკრულება კიდევ ორი წლით, 2021 წლის 31 მაისამდე გაახანგრძლივა.

29 წლის გრიგალავამ რუსეთის ჩემპიონატში „არსენალის“ ფორმით 43 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლოს გრიგალავამ გოლით თავი 26 მაისს გამოიჩინა – ქართველმა   მოსკოვის „დინამოს“ გასვლაზე, მოსკოვური კლუბის განახლებული სტადიონის გახსნის მატჩში გაუტანა.

დასრულებულ სეზონში ტულელებმა რუსეთის პრემიერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავეს და ევროპის ლიგაზე თამაშის საგზური მოიპოვეს.