ყაზახეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ პირველ ლიგაში სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა, უმრავლესობაში კი საუკეთესო შოთა გრიგალაშვილი გახდა.
„კიზილ-ჯარას“ 33 წლის ქართველი ნახევარმცველი საუკეთესო გახდა საგოლე ასისტენტებში – შოთა გრიგალაშვილმა სეზონში 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამას გარდა, ყაზახეთის პირველ ლიგაში საკვანძო გადაცემებითაც პირველობა არავის დაუთმო – გრიგალაშვილის 81 მცდელობიდან 56 გადაცემა, ანუ 69 პროცენტი ზუსტი გამოდგა.
ყაზახეთის პროფლიგამ დრიბლიორებში საუკეთესოდ „აკბოლაიკის“ ნახევარმცველი ერბოლატ რუსტემოვი აღიარა, რომელსაც 154 მცდელობით 77 წარმატებული აღმოაჩნდა (50 %). თუმცა, გრიგალაშვილს ნაკლები მცვდელობით (141) მასზე მეტი წარმატებული (86) დრიბლინგი დაუგროვდა და პროცენტულადაც საუკეთესო მაჩვენებელი დააგროვა – 60 %,
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნით ადრე, შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ „ინსტატ ინდექსის“ სტატისტიკური მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.