გრიგალაშვილმა, სანებლიძემ და მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყეს #1TVSPORT
გრიგალაშვილმა, სანებლიძემ და მაისურაძემ პარიზის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყეს #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი ასპარეზობს და სამივე მათგანმა პირველი შეხვედრები მოიგო.

ტატო გრიგალაშვილმა (81კგ), რომელიც წონის და მთლიანად ტურნირის პირველი ნომერია, პირველ დაპირისპირებაში მონღოლი ძიუდოსიტი დაამარცხა და მეოთხედფინალში ფრანგ გნამიენს შეხვდება.

90კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე რუს მეტოქეს შეხვდა და დამატებით დროში ლამაზი გდებით დაამარცხა. მაისურაძე ნახევარფინალში გასასვლელად იაპონელ ნაგასავას შეხვდება.

ასევე კარგად გამოვიდა ტურნირზე ონისე სანებლიძე (100კგ). მან პირველ შეხვედრაში ფრანგ ძიუდოისტს სძლია და მეოთხედფინალში იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.