გრიგალაშვილმა ნაგასე უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
გრიგალაშვილმა ნაგასე უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 73კგ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობს. ქართველმა შეჯიბრების მეოთხედფინალში, უმძიმეს ბრძოლაში იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი, ტაკანორი ნაგასე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.ქართველი ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ საიდ მოლაის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდ არის. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ ისიც უმედლოდ დარჩა. გუშინ კი მსოფლიო პირველობაზე ორმა ქართველმა – მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) რეპეშაჟიში დათმეს ორთაბრძოლები და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობნენ.