გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 73კგ წონით კატეგორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა.

ქართველმა მაროკოელი მოუტი ულამაზესი გდებით დაამარცხა და მერვედფინალშია. ამ წონაში გამომსვლელი იაპონელი ტაკანორი ნაგასე B ჯგუფში ასპარეზობს და, შესაძლოა, ტატოს 1/2-ფინალში შეხვდეს. გრიგალაშვილის პრინციპული მეტოქე, ბელგიელი მატიას კასე კი C ჯგუფში გამოდის.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. ტურნირის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დღევანდელი წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება.