გრიგალაშვილმა იაპონელი ფუჯივარა დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი ასპარეზობს და სამივე მათგანს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

ტატო გრიგალაშვილმა (81კგ), რომელიც წონის და მთლიანად ტურნირის პირველი ნომერია, ნახევარფინალში იაპონელ სოტარო ფუჯივარას სძლია და ფინალში ასევე იაპონელ სპორტსმენს ტაკეში სასაკის შეხვდება.

ასევე ფინალურ ბლოკში ვიხილავთ 90კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძესაც, რომელმაც რეპეშაჟში ავსტრიელ ბორჩაშვილს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. დღეს გამომსვლელმა მესამე ქართველმა ონისე სანებლიძემ (100კგ), რომელიც მეოთხედფინალში რუმინელ ძიუდოისტთან დამარცხდა ,რეპეშაჟში ფრანგ ძიუდოისტს მოუგო და ფინალურ ბლოკში ისიც მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.