გრიგალაშვილმა და ბერიაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს შვიდი მამაკაცი ძიუდოისტი ასპარეზობს. ტურნირზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა  (81 კგ) და გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ).

გრიგალაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ლორენცო პაროდი იყო. ქართველმა იტალიელი ულამაზესი გდებით იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

გიორგი ბერიაშვილმა კი პირველივე წრეში კუბელ ლისტერ კარდონას ვაზარით სძლია და 1/16 ფინალში იჭიდავებს. შეჯიბრზე ჯერ არ უასპარეზია დანარჩენ ხუთ ქართველ ძიუდოისტს. რაც შეეხება ქალთა შორის ჩვენს წარმომადგენელს, ელისო სისაურს (70 კგ), ის ტურნირიდან მოიხსნა.

პარიზში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.