გრიგალაშვილი ვიცე-ჩემპიონია - საქართველოს ნაკრების მერვე მედალი თბილისის გრანდ სლემზე #1TVSPORT
გრიგალაშვილი ვიცე-ჩემპიონია - საქართველოს ნაკრების მერვე მედალი თბილისის გრანდ სლემზე #1TVSPORT

თბილისის გრანდ სლემის მეორე დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ოქროსთვის კორეელ ლის დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.

ცოტა ხნით ადრე ტურნირზე 73 კგ-ში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ფინალში იაპონელ კენ ოიოშის შეხვდა და დამატებით დროში დაამარცხა.

შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ ლომბარდოსთან იჭიდავა 19 წლის გიორგი ტერაშვილმა, რომელმაც მეტოქეს ლამაზი გდებით სძლია.თბილისის გარნდ სლემზე ორი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია-ორი ოქროს,სამი ვერცხლის და სამიც ბრინჯაოსი.