გრიგალაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT
გრიგალაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT

​თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, დღეს, 27 მარტს კაცებშიც და ქალებშიც ორ-ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები.

საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად რვა კაცი და ორი ქალი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც შვიდი სპორტსმენი მედლებისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშა.

ტატო გრიგალაშვილმა (81) აზერბაიჯანელ მურად ფატიევს მეოთხედფინალური ორთაბრძოლა მოუგო და ნახევარფინალში ბელგიელ ძიუდოისტს შეხვდება.

ლაშა შავდათუაშვილი (73) და ალეკო მამიაშვილი (73) კი რეპეჟაშიდან შეეცდებიან ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო დღეს, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. წინასწარი შეხვედრები 10:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება.