გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ვიცეჩემპიონია #1TVSPORT
გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ვიცეჩემპიონია #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი ასპარეზობს და სამივე მათგანი ფინალურ ბლოკში გავიდა.

ტატო გრიგალაშვილმა (81კგ), რომელიც წონის და მთლიანად ტურნირის პირველი ნომერია, ნახევარფინალში იაპონელ სოტარო ფუჯივარას სძლია და ფინალში ასევე იაპონელ სპორტსმენს ტაკეში სასაკის შეხვდა. ქართველმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და სამწუხაროდ ორი ვაზარით დამარცხდა. გრიგალაშვილმა ზაგრების გრან პრის მოგების შემდეგ პარიზში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ასევე ფინალურ ბლოკში რამდენიმე წუთში ვიხილავთ 90კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძესაც, რომელმაც რეპეშაჟში ავსტრიელ ბორჩაშვილს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. დღეს გამომსვლელმა მესამე ქართველმა ონისე სანებლიძემ (100კგ), რომელიც მეოთხედფინალში რუმინელ ძიუდოისტთან დამარცხდა, რეპეშაჟში ფრანგ ძიუდოისტს მოუგო და ფინალურ ბლოკში ისიც მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.