გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია - ღვინიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია - ღვინიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზის გრანდ სლემის მეორე სატურნირო დღეს ქართველ სპორტსმენებს ორი მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

ერთი მედალი უკვე გაინაღდა 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც ნახევარფინალურ შეხვედრაში დამატებით დროში ბელგიელი სამი ჩოუჩი დაამარცხა და ფინალში იაპონელ ფუჯივარა სოტაროს შეხვდება.

 

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ)ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ​მამადალი მეჰდიევს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ბრინჯაოს მოსაპოვებლად ქართველი ძიუდოისტი უზბეკ დავლატ ბობონოვს დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა 90 კგ-ში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე, რომელიც სასტარტო დაპირისპირებაში მასპინძელ სპორტსმენთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (66) და ჯაბა პაპინაშვილი (60) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00-ზე გაიმართება.