გრიგალაშვილი ნახევარფინალშია, მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
გრიგალაშვილი ნახევარფინალშია, მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეოთხე საშეჯიბრო დღეს ორმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა, საიდანაც ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს. 1/4 ფინალში ტატომ ბელგიელი სამი ჩოუჩი ულამაზესი გდებით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს შეხვდება.

 

ამავე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე მეოთხედფინალში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება.