გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იაპონელ ნაგასეს შეხვდება #1TVSPORT
გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იაპონელ ნაგასეს შეხვდება #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 73კგ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობს. ქართველმა შეჯიბრების მესამე ეტაპზე დომინიკელი დელ ორბე კორტორეალი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონს, ტაკანორი ნაგასეს შეხვდება..

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდ არის. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ ისიც უმედლოდ დარჩა. გუშინ კი მსოფლიო პირველობაზე ორმა ქართველმა – მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) რეპეშაჟიში დათმეს ორთაბრძოლები და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობნენ.