გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეოთხე საშეჯიბრო დღეს ქართველი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ტატომ ნახევარფინალში ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი 23 წამში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ფინალში ბელგიელ მატიას კასეს შეხვდება.

 

ამავე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე მეოთხედფინალში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იგი პირველი სპორტსმენია ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვისაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.