გრიგალაშვილი მეოთხედფინალშია, მაისურაძე და შავდათუაშვილი ტურნირს დაემშვიდობნენ (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე სამი ქართველი გამოვიდა.

მეორე შეხვედრაც შესანიშნავად ჩაატარა 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახლაგაზრდა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც იტალიელი ანტონიო ესპოზიტო 35 წამში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად რუს ალან ხუბეტსოვს შეხვდება. ამავე წონაში რამდენიმე წუთის წინ პირველი შეხვედრა დათმო ლუკა მაისურაძემ.

სამწუხაროდ, ასევე პირველივე წრეში დამარცხდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც (73კგ).

დღეს წინასწარი შეხვედრები 12:00 დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი