გრიგალაშვილი მეოთხე წრეშია, მაისურაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეოთხე საშეჯიბრო დღეს ორი ქართული სპორტსმენი ასპარეზობს.
ლუკა მაისურაძე (81კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. ტატო გრიგალაშვილი C ბადეში ჭიდაობს და ორი წრის გავლა უკვე მოახერხა. 1/8 ფინალში იგი ბერძენ ძიუდოისტს შეხვდება.
მე-2 წრე
მე-3 წრე
ლუკა მაისურაძემ კი პირველ დაპირისპირებაში ამერიკელი არტურ ვრაითი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მესამე წრეში კანადელ მეტოქესთან იჭიდავებს.
მე-2 წრე
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება.