გრიგალაშვილი, მაისურაძე და ზაალიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებენ

18:22, 10.11.2020

ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გათამაშების მეორე დღეს ტატამზე ხუთი ქართველი გამოვიდა, საიდანაც სამი – ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლუკა მაისურაძე (90კგ) და გელა ზაალიშვილი (+100) ფინალში იასპარეზებენ.

კიდევ ორი ძიუდოისტი – ვლადიმირ ახალკაცი (81კგ) და ონისე სანებლიძე (100კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ გათამაშების სასტარტო დღეს 60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა. ასევე მესამე ადგილი აიღო ბაგრატ ნინიაშვილმაც (66კგ).

დღევანდელი ფინალური ბლოკი 19:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი