გრიგალაშვილი იერუსალიმის მასტერსის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ასპარეზობენ.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა ტატო გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრა უნგრელ ატილა უნგვართან გამართა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა. ქართველის მეტოქე მეოთხედფინალში იტალიელი ესპოზიტო ან ნიდერლანდელი დე ვიტი იქნება.

ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილმა კი ტურნირზე პირველი დაპირისპირება დამატებით დროში მასპინძელ იდო ლევინთან დათმო და შეჯიბრს გამოეთიშა. ლაშა შავდათუაშვილი მასტერსზე რამდენიმე წუთში დაიწყებს ასპარეზობას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მასტერსის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა.