გრიგალაშვილი ფინალშია, შავდათუაშვილი ნეხევარფინალში, მაისურაძე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს - ფინალური ბლოკი პლატფორმა 1tv.ge-სა და არხზე „ტელესკოლა“ (ვიდეო)

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპინატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღე წარმატებულად მიმდინარეობს. 81კგ მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ნახევარფინალში ბელგიელი მატიას კასი დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მედლისთვის იბრძოლებს ლუკა მაისურაძეც, რომელმაც რეპეშაჟში აზერაბაიჯანელ ძიუდოისტს სძლია და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

ნახევარფინალშია დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი, ლაშა შავდათუაშვილიც. მან 1/4 ფინალში რუსტამ ორუჯოვი დაამარცხა და ფინალში გასასვლელედ იტალიელ ფაბიო ბაზილეს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ფინალური ბლოკი იხილეთ: Live ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. II დღე. ფინალური ბლოკი