გრიგალაშვილი და მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს შვიდი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი განაგრძობს.

ტურნირზე მერვედფინალურ დაპირისპირებებში წარმატებულად იასპარეზეს ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) და ლუკა მაისურაძემ (90კგ).

ტატომ იაპონელი კენია კოჰარა ვაზარით დაამარცხა, მაისურაძემ კი ბელგიელ სამი ჩოუჩის სძლია.

გრანდ სლემზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაამთავრეს მძიმეწონოსნებმა გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, ასევე ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100კგ) და ლაშა ბექაურმა (90კგ).

პარიზში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.