გრიგალაშვილი და მაისურაძე ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან (ვიდეო)
გრიგალაშვილი და მაისურაძე ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან (ვიდეო)

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას სამი ქართველი შეეცდება. 81 კგ-ში ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ მეორე შეხვედრებშიც გაიმარჯვეს და 1/4 ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

გრიგალაშვილმა ბერძენი ტეოდოროს დემურციდისი ეფექტური იპონით დაამარცხა. მაისურაძეს კი უკრაინელი ბაბირის დასამარცხებლად 17 წამიც ეყო.

შეგახსენებთ, რომ 73 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში გერმანელი ანტონი ზინგი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეორე წრეში პორტუგალიელ ძიუდოსტს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.