გრიგალაშვილი ახალკაცის წინააღმდეგ - ქართული ფინალი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
გრიგალაშვილი ახალკაცის წინააღმდეგ - ქართული ფინალი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, მეორე საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან რვა სპორტსმენს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

კონტინენტის პირველობაზე 81კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება, სადაც ტატო გრიგალაშვილი ვლადიმირ ახალკაცს შეხვდება. ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ ილია სულამანიძე და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი. მარიამ ჭანტურია (70კგ),გირგი ჩიქოვანი (100კგ),გელა ზაალიშვილი (+100) და საბა ინანეიშვილი (+100) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

ევროპის ჩემპიონატს ადრეულ სტადიაზე ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) და ნინო გულბანი (70კგ) გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე გუშინ საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – ალეკო მამიაშვილი (73კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, გიორგი თუშიშვილმა (66კგ) კი ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო.