გრეტა ტუნბერგი ფედერერის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა
გრეტა ტუნბერგი ფედერერის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა

შვედი გოგონა, ცნობილი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ აქციას შეუერთდა. ამ აქციას ჰქვია – Rogerwakeupnow („როჯერ, გაიღვიძე ახლავე”).

17 წლის ტუნბერგმა სოციალურ ქსელში გააზიარა ფედერერის მიმართ მოწოდება – შეწყვიტოს თანამშრომლობა ბანკ Credit Suisse-თან, რომელიც თანხების ინვესტირებას ახდენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში, რითაც გარემოს აზიანებს.

ესპანური გაზეთი AS წერს, რომ აქტივისტები უკვე გამოვიდნენ ქუჩაში პლაკატებით – Credit Suisse ანადგურებს პლანეტას, როჯერ, შენ მათ მხარს უჭერ?“.