გრერ პოპოვიჩმა შესაძლოა კარიერა ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ დაასრულოს
გრერ პოპოვიჩმა შესაძლოა კარიერა ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ დაასრულოს

„სან ანტონიო სპურსისა“ და აშშ-ის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა, შესაძლოა საკუთარი პოსტები მომავალი წლის ზაფხულში დატოვოს.

The Athletic-ის მიმომხილველის ფრენკ აიზოლას ინფორმაციით, პოპოვიჩი კარიერის დასრულებას ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ არ გამორიცხავს.

„სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 70 წლის სპეციალისტს მისი ასისტენტი ბეკი ჰემონი შეცვლის.

შესაბამისად, ჰემონი გახდება პირველი ქალი მთავარი მწვრთნელი NBA-ის ისტორიაში.