გრეგ პოპოვიჩს „სან ანტონიოში“ ახალი კონტრაქტი შესთავაზეს [ვიდეო]
გრეგ პოპოვიჩს „სან ანტონიოში“ ახალი კონტრაქტი შესთავაზეს [ვიდეო]

„სან ანტონიო სპურსი“ პლეიოფში „დენვერ ნაგეთსთან“ შვიდმატჩიან სერიაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონზე ტეხასურ გუნდს ტრავმებმა მოსვენება არ მისცა, პოპოვიჩმა მაინც მოახერხა საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრა და პლეიოფის პირველ ეტაპზე კინაღამ მოუგო დასავლეთ კონფენერციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს.

„სან ანტონიოს“ ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი უკვე 70 წლისაა და სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვა, როდის დაასრულებს სამწვრთნელო კარიერას, თუმცა როგორც ჩანს, პოპოვიჩი 24-ე სეზონზეც ფიქრობს. როგორც ცნობილი გახდა, სპეციალისტს „სან ანტონიომ“ ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად პოპოვიჩი.