გრეგ პოპოვიჩმა ჯერჯერობით არ იცის, თუ როდის დაასრულებს სამწვრთნელო კარიერას
გრეგ პოპოვიჩმა ჯერჯერობით არ იცის, თუ როდის დაასრულებს სამწვრთნელო კარიერას

იქნება თუ არა მიმდინარე სეზონი „სან ანტონიო სპურსის“ ლეგენდარული მთავარი მწვრთნელისთვის უკანასკნელი? ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერჯერობით თავად პოპოვიჩსაც არ გააჩნია. ტეხასური გუნდის თავკაცი მიმდინარე თვეში 70 წლის გახდება. „სპურსში“ ის 1988 წლიდან მუშაობს. ამ ხნის მანძილზე პლანეტის ერთერთმა გამორჩეულმა და განსაკუთრებულმა მწვრთნელმა საკუთარ გუნდთან ერთად 5-ჯერ მოახერხა ეროვნული საკალათბურტთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას, აპირებს თუ არა მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას, პოპოვიჩმა ტრადიციულად მოკლედ უპასუხა:

„ამ კითვხაზე პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს“.

უკვე ცნობილია, რომ 2020 წლიდან ცნობილი სპეციალისტი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ჩაიბარებს. დარჩება თუ არა ის პარალელურად „სან ანტონიოში“, ეს სავარაუდოდ სეზონის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.